ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგუშეთში პარტიზანები გააქტიურდნენ


ინგუშეთში პარტიზანებმა რუსი სამხედროების საგუშაგო დაცხრილეს. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, დაჭრილია ორი ჯარისკაცი.
თავდასხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც მოთარეშეებმა ყუმბარმტყორცნები და ტყვიამფრქვევები გამოიყენეს.

15 წლის წინათ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ჩეჩნეთში დაწყებული ომი მეზობელ რეგიონებსაც გადაედო. ჩრდილოკავკასიელი პარტიზანები გასაკუთრებით ინგუშეთსა და დაღესტანში აქტიურობენ.



XS
SM
MD
LG