ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში 39 ადამიანი დაიღუპა და 100 დაიჭრა


პაკისტანის პოლიციის განცხადებით, ორი კამიკაძის მიერ მოწყობილი აფეთქებების შედეგად ქალაქ ლაჰორში სულ ცოტა 39 ადამიანი დაიღუპა და 100 დაიჭრა.
პაკისტანის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით 15 წამის ინტერვალში მოხდა.

ტერორისტების სამიზნე სამხედრო ავტოკოლონა იყო. კამიკაძეებმა სულ ცოტა 5 ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირეს.

ეს ზედიზედ მეორე ტერაქტია ლაჰორში, რომელიც ამ კვირაში განხორციელდა. პირველი ტერაქტის დროს კამიკაძემ მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 13 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და 70 დაჭრა.
ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა იკისრეს.



XS
SM
MD
LG