ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოიოტას  გაყიდვამ აშშ-ში 9%-ით დაიკლო


თებერვალში ტოიოტას ფირმის ავტომობილების გაყიდვა შეერთებულ შტატებში 9%-ით შემცირდა, მას შემდგ რაც იაპონურმა ავტოგიგანტმა სავაჭრო ოპერაციები შეწყვიტა და 8,5 მილიონი ავტომობილი გამოიწვია აქსელერატორთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტოიოტას კონკურენტებმა შესაძლოა გარკვეული სარგებელი ნახონ, თუმცა ტოიოტა ალბათ მაინც მსოფლიოს უდიდეს ავტომწარმოებლად დარჩება.

მიუხედავად იმისა რომ ეს საქმე კონგრესში განიხილეს და აქსელერატორთან დაკავშირებული პრობლემების გამო 50 უბედური შემთხვევა მოხდა ტოიოტა კვლავაც წარმატებულ ბიზნესს აწარმოებს შეერთებულ შტატებში.

ამერიკელი ანალიტიკოსის ჯესიკა ქალდველის განცხადებით:" სიმართლე იმაში მდგომარეობს რომ ტოიოტა შეერთებულ შტატებში დღესაც სიდიდით მესამე ავტომწარმოებელია."

ტოიოტას წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მიუხედავად იაპონელებმა თებერვალში 100000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდეს შეერთებულ შტატებში, რაც მხოლოდ 9 ათასით ნაკლებია შარშანდელ მონაცემებთან შედარებით.

ამ ვითარებით ტოიოტას კონკურენტები სარგებლობენ. გასულ თვეს ამერიკულ ფორდზე მოთხოვნილება 43%-ით გაიზარდა. ქალბატონი ქალდველის განცხადებით:" ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე სწრაფდა გაიზარდა მომხმარებლის ინტერესი ფორდის ავტომობილების მიმართ, მაგრამ განსაკუთრებით დიდი სარგებელი ნახეს ტოიოტას ბუნებრივმა კონკურენტებმა ჰონდამ და ჰუნდაიმ."

ავტოინდუსტრიის ექსპერტის კლარენს დიტლოუს განცხადებით ტოიოტას ეს პრობლემა ძვირად დაუჯდა რადგან ძალზე დააგვიანეს გადამჭრელი ზომების მიღება. ჯესიკა ქალდველის განცხადებით იაპონურმა ავტოგიგანტმა უკვე დაიწყო აგრესიული პროპაგანდისტული კამპანია ზარალის ანაზრაურების მიზნით. მისი თქმით:" ყველასთავის ნათელია, რომ მომავალში ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი ბაზარი გახდება და ამ მიმართულებით ტოიოტა ძალზე აქტიურად მუშაობს."

აღასანიშნავია რომ ჩინეთში გასულ წელს 45%-ით გაიზარდა ავტომობილების გაყიდვა. ამ მაჩვენებელით ჩინეთმა შეერთებულ შტატებსაც კი გაუსწრო და მსოფლიოს უდიდესი ავტობაზარი გახდა.

წელს ტოიოტა ჩინეთში 800 000 ავტომობილის გასაღებას გეგმავს, თუმცა ის ამ მაჩვენებლით ჯერ კიდევ ჩამორჩება მსოფლიოს ისეთ ავტოგიგანტებს როგორიცაა ჯენერალ მოტორსი, რომელმაც შარშან ჩინეთში ორი მილიონი ავტომობილის გაყიდვა მოახერხა.

XS
SM
MD
LG