ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები და დევნილები


გორში, საბავშვო ბაღების შენობებში ჯერაც მრავლად ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალდნენ. არჩევნები, რომელიც საქართველოში მაისში ჩატარდება, საკრებულოებისა და გამგებლების დონეზე ახალ ადამიანებს მოიყვანს. იმდენად, რამდენადაც დევნილები საქართველოს მოქალაქეები არიან, ალბათ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მივლენ საარჩევნო უბნებზე და ხმას მისცემენ ან არ მისცემენ დეპუტატობის კანდიდატებს. მხოლოდ პრობლემა ისაა, რომ დევნილები, რომელთა ნაწილს დღეს დევნილის სტატუსიც კი არ აქვს მიღებული და რომლებიც გამუდმებით ხელიუსფლების მხრიდან გულგრილობის პრობლემაზე საუბრობენ, აცხადებენ, რომ ისინი დაავიწყდა ყველას, როგორც ხელიუსფლებას, ასევე ოპოზიციას. მათთვის არც ის უთქვამს ვინმეს, სად იქნება საარჩევნო უბანი, ვინ იქნებიან კანდიდატები და რას შესთავაზებებ ისინი დევნილებს. დისევიდან დევნილი რუსუდან ოქროპირიძე გორის ერთ–ერთ საბავშვო ბაღშია შესახ;ებული. ომის დროს სოფელში სახლი დაეწვა, თუმცა დღემდე არანაირი კომპენსაცია არ აუღია. იგი ამბობს, რომ ომამდე, არჩევნებზე დამკვირვებელი არაერთხელ ყოფილა. ომის დროს დისევში იყო და ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას ეხმარებოდა სხვადასხვა ორგანიაზაციას, როგორც მოხალისე, ქალბატონი რუსუდანი იმის შესახებ წუხს, რომ ახლა იგი არც ხელისუფლებას ახსოვს და არც ოპოზიციას. ერთ–ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ჩვენთან პრობლემების შესახებ საუბარი გადაწყვიტა, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. გვითხრა მხოლოდ ის, რომ ძველი დევნილია, ეს იმას ნიშნავს, რომ მის ოჯახს ერთხელ უკვე მოუხდა ცხინვალიდან წამოსვლა, 2008 წლის ომის შემდეგ კი დევნილი ხელმეორედ გახდა, ამჯერად ტირძნისიდან, სადაც მისი სახლი დაიწვა. ქალბატონი ამბობს, რომ ახლა პრობმლემების შესახებ საუბარიც საშიშია, რადგან ეს ხელისუფლებას არ მოსწონს, გვეუბნებიან, თუ არ მოგწონთ, რასაც თქვენთვის ვაკეთებთ, რის გამოყოფასაც ვაპირებთ, იმასაც ვეღარ მიიღებთო. გუგუტიანთკარიდან დევნილი ქალატონი ხათუნა ფიჩხნარაშვილი ამბობს, რომ მას არჩევნების მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვს. იგი ორ სრულწლოვან შვილთან და მეუღლესათნ ერთად საბავშვო ბაღში, ერთ ოთახში ცხოვრობს და საკუთარი სახლის სანაცვლოდ ხელისუფლებისგან 10 ათასი ლარის მიღებას ელოდება.



XS
SM
MD
LG