ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჯანდაცვის ირგვლივ


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მოვიდა იმის დრო, რომ კონგრესმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს ჯანდაცვის სფეროს გარდაქმნასთან დაკავშირებით. რეფორმის კანონპროექტზე დებატები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. რესპუბლიკელებს კანონპროექტის თავიდან დაწყება სურთ.

ყოველკვირეულ რადიო მიმართვის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკელები იტანჯებიან სადაზღვეო კომპანიების მიერ წარმოებული პოლიტიკით და კონგრესმა ამის შესაცვლელად დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს.

რესპუბლიკელი კონგრესმენი პარკერ გრიფიტი, რომელიც კონგრესში მოსვლამდე ექიმი იყო, არსებული კანონპროექტის განხილვების გაგრძელების კატეგორიული წინააღმდეგია და ამბობს, რომ კონგრესმა უარი უნდა თქვას დაზღვევის სფეროს მთავრობისთვის გადაცემაზე.

XS
SM
MD
LG