ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერაქტი მოხდა


ერაყში ტერაქტი მოხდა. ავტომობილის აფეთქებამ ნაჰაფში სამი ადამიანი იმსხვერპლა და 50-მდე დაშავდა. ტერაქტი შიიტების წმინდა ქალაქ ნაჯაფში იმამ ალის მეჩეთთან მოხდა. ნაჯაფს ყველაზე ხშირად ირანელი პილიგრიმები სტუმრობენ. დაღუპულთა შორის ორი ირანელია. ორი დღის წინ კი ბაღდადში განხორციელებულმა ტერაქტმა კი 15 ადამიანი იმსხვერპლა.

ერაყში ტერაქტების გახშირება მოახლოებულმა საპარლამენტო არჩევნებმა გამოიწვია, რომელიც ხვალ გაიმართება. ასევე ინეტერნეტით გავრცელდა ალ-ქაიდას ერაყული უჯრედის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ შიიტ მუსლიმებს მიანიჭებს ძალაუფლებას.



XS
SM
MD
LG