დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი გაუხმარებელი ვიზიტით ავღანეთს ეწვია. ის იქ დღეს ჩაფრინდა და ჰელმენდის პროვინციაში ბრიტანელ სამხედროებს შეხვდა. გორდონ ბრაუნმა ბრიტანელს ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა თებერვალში ჰელმენდის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო.
ჰელმენდის მთავარი ქალაქი მარჯა ამბოხებული თალიბების ძირითად საყრდენ პუნქტს წარმოადგენდა. ავღანეთში ჩასვლამდე ბრაუნმა ლონდონში განაცხადა, რომ ის ერაყში შეჭრის გადაწყვეტილებას ემხრობოდა.