თურქეთი ობამას ადმინისტრაციას აფრთხილებს მოსალოდნელი უარყოფითი დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ და პრეზიდენტს კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციის დაბლოკვა სთხოვა.
ხუთშაბათს კონგრესის საერთშორისო ურთიერთობის კომიტეტში რეზოლუციას ეყარა კენჭი, რომელმაც ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდი აღიარა. კენჭისყრის შემდეგ რამდენიმე წუთში კონსულტაციების მიზნით თურქეთმა შეერეთებული შტატებიდან ელში გაიწვია.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კონგრესის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა:
„მე და პრეზიდენტმა ობამამ, როგორც შარშან, ასევე წელს გასაგებად ვთქვით, რომ კონგრესის მიერ გენოციდზე რაიმე სახის მოქმედება გაუმართლებელი იქნება და ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ.“
პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციამ საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა იმისთვის, რომ რეზოლუციის განხილვა დაებლოლკა. დავუთოღლუმ ასევე განაცხადა, რომ ის ადმინისტრაციისგან მოელის, რომ რეზოლუცია სრული კონგრესისი მოსმენამდე დაიბლოკოს.