ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე გადადგა


რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე გადადგა ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის წარუმატებელი შედეგების გამო.

კომიტეტის წარმომადგენელმა გენადი შვეცმა აღნიშნა, რომ ლეონიდ ტიაგაჩოვი დღეს გადადგა. უნდა აღინიშნოს, რომ ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსმა სპორტსმენებმა სულ 15 მედალი მოიპოვეს, მათ შორის მხოლოდ სამი ოქროს მედალი იყო.

63 წლის ტიაგაჩოვი რუსეთის ფედერაციის სპორტის ყოფილი მინისტრია. 2001 წელს იგი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობაზე დანიშნეს.

XS
SM
MD
LG