ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში დაკავებულია ცნობილი რეჟისორი ჯაფარ პანაჰი


ირანის ოპოზიციის ვებ გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად სამართალდამცავებმა თეირანში ცნობილი რეჟისორი ჯაფარ პანაჰი დააკავეს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად პანაჰი მის მეუღლესთან და თხუთმეტ სტუმართან ერთად გვიან ორშაბათს მის თეირანში მდებარე სახლში დააკავეს. დაკავების ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.

პანაჰიმ საერთაშორისო კინემატოგრაფიულ ფესტივალებზე რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. თავის ფილმებში პანაჰი ირანის საზოგადოებას მკაცრად აკრიტიკებს.

მისი ბოლო ორი ფილმი - „წრე“ და „ოფსაიდი“ - ირანის საზოგადოებაში ქალების ბედს მიეძღვნა.

თებერვალში პანაჰის ქვეყნიდან წასვლა აეკრძალა და შედეგად მან ბერლინის კინოფესტივალში მონაწილეობა ვერ მიიღო.

XS
SM
MD
LG