ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოიოტას ხელმძღვანელები კონგრესში კიდევ ერთხელ წარსდგებიან


იაპონური ავტომანქანების მწარმოებლის ტოიოტის ხელმძღვანელები დღეს შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტის წინაშე წარსდგებიან. ეს უკვე მესამე მოსმენაა მას შემდეგ რაც ტოიოტამ ტექნიკური გაუმართაობისა და უსაფრთხოების მიზეზების გამო ავტომანქანების გლობალური გაწვევა დაიწყო.

იოშიმი ინაბა, ტოიოტას ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლობის პრეზიდენტი დღეს სენატის ვაჭრობის, მეცნიერებისა და ტრანსპორტის კომიტეტის წინაშე წარსდგება. როგორც მოსალოდნელია, ბატონი ინაბა გააკეთებს განცხადებას კორპორაცია ტოიოტას ხარისხის კონტროლის სისტემების შესწავლის მიზნით დამოუკიდებელი კომისიის დაარსების შესახებ. ხსენებულ კომისიას შეერთებული შტატების ტრანსპორტის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი როდნი სლეითერი გაუძღვება.

XS
SM
MD
LG