ევროკავშირი საბერძნეთში არსებულ ეკონომიკური კრიზისთან დაკავშირებით ათენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოელიან, რომ ევროპის ქვეყნები საბერძნეთის გადასარჩენად თანხებს გაიღებენ. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის საბიუჯეტო დეფიციტი ზოგადევროპულს ოთხჯერ აღემატება. საბერძნეთის ოფუიციალურ პირებთან, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გეორგიუ პაპანდრეუსთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის საფინანსო უწყების ხელმძღვანელმა ოლი რენმა განაცხადა, რომ ათენმა გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას ბიუჯეტის დეფიციტის შესაკვეცად. საბერძნეთმა უკვე გაზარდა გადასახადები, გაყინა საჯარო მოხელეების ხელფასები და პენსიაში გასვლის ასაკი გაზარდა.