ირანის სულიერმა ლიდერმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და დასავლეთის ქვეყნები მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ არ სჯერათ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათისაა.
აიატოლა ალი ხამანეიმ შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის განვითარებულ სახლემწიფოებს „ჰეგემონისტური ძალები" უწოდა და განაცხადა, რომ „ირანი მათ სურვილს არ დაემორჩილება." მან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც გააკრიტიკა იმის გამო, რომ სააგენტო დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს, რაც განსაკუთრებით სააგენტოს ბოლო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანი საერთაშორისო შეთანხმებებს არღვევს.
ატომური სააგენტო ამ კვირაში შეიკრიბება და ნოემბერში საერთაშორისო საზოგადოების მიერ ირანისთვის შეთავაზებული გარიგების უარყოფას განიხილავს. გარიგების პირობის თანახმად, ირანს შეეძლო დაბალ ხარისხიანი ურანი საფრანგეთში და რუსეთში გაეგზავნა მისი 20 პროცენტამდე, ანუ მაღალ ხარისხამდე გასამდიდრებლად.
ბატონი აიატოლას განცხადებით, შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და ისრაელი მუდამ ცდილობენ საერთშორისო საზოგადოების თვალში ირანის დისკრედიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ ისლამურ რესპუბლიკას ბირთბული პროგრამა სამოქალაქო მიზნებისთვის და თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებისთვის აქვს.
მისვე თქმით, ირანის პოლიტიკური სისტემა დაძლევს დასავლეთის სურვილს შეაჩეროს ირანის განვითარება. მან ასევე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამას ეწინააღმდეგება, ირანი მალე გახდება ბირთბული სახელმწიფო, რომელიც ატომურ ენერგიას საკუთარი ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ენერგეტიკული მიზნებისთვის გამოიყენებს.
ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათისაა, თუმცა დასავლეთში ფიქრობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
ბატონმა ხამენეიმ
ირანის დიპლომატიური საქმიანობა შეაქო და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანი
ფაქტობრივად იზოლირებულია საერთაშორისო თანამეგობრობაში, ქვეყნის დიპლომატები მაინც
წარმატებით ართმევენ თავს დასავლეთის პოლიტიკურ წნეხს და წინააღმდეგობასაც კი უწევენ
მას. მისი თქმით, თეირანმა უნდა გააგრძელოს ძლიერი და წარმატებული დიპლომატიური კამპანია,
რომელიც ირანის სიბრძნეს, ლოგიკას და შეხედულებებს გაავრცელებს. ძლიერი დიპლომატია
მისი თქმით, აჯობებს იარაღს, პროპაგანდასა და ფულს.
მირ იავედანფარი თელ
ავივის მიპასის ცენტრიდან აცდახებს, რომ აიატოლას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს
დისკრედიტაცია სურს და ამით გარდაუვალი სანქციების თავიდან აცილებას ცდილობს:
„აიატოლა ხამაენეიმ იცის, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში შეიძლება გამოყენებული იქნას გაეროს მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად. ის სწორედ ამის გამო ცდილობს სააგენტოს დისკრედიტაციას, რომ ანგარიშის გავლენა და ძალა შეასუსტოს. თუ ანგარიშის საანდოობაში ეჭვი გაჩნდა, შეერთებულ შტატებს გაუჭირდება საერთშორისო კონსესუსის მიღწევა სანქციების დასაწესებლად."
ანალიტიკოსები აცხადებენ,
რომ ირანმა უჩვეულო ნაბიჯი გადადგა დაბალ ხარისხიანი ურანის გასამდიდრებელი ნაგებობები
მიწისქვეშა ბუნკერებიდან მიწის ზედაპირზე ამოიტანა. ბატონი იავედანფარის განცხადებით,
ამ ნაბიჯს ორი ასხსნა შეიძლება ჰქონდეს, ერთი ის, რომ ირანი ცდილობს ისრაელი პროვოკაციაზე
წამოაგოს და ბირთვულ ნაგებობებზე სამხედრო იერიში მიატანინოს. ხოლო მეორე ახსნა კი
ის არის, რომ შეიძლება ურანის მიწის ქვეშ გამდიდრება ტექნიკურ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული.