ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუხიმორი ქალიშვილის ქორწილს ციხეში დაესწრო


პერუს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი ქალიშვილის ქორწილს ციხეში დაესწრო.

შაბათს 35 წლის საჩი ფუხიმორი იმ ციხის სამლოცველოში გადაიხადა ქორწილი, სადაც მისი მამა 25 წლიან პატიმრობას იხდის. მას ბრალად ედება მისი ათწლიანი მმართველობის დროს სიკვდილის ბრიგადების საქმიანობის ხელმძღვანელობაში.


ფუხიმორის ოჯახის 40 წევრი და მეგობრები ციხის სამლოცველოში ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილის ქორწილს დაესწრო. საჩი ფუხიმორი გერმანიაში დაბადებულ მარკ კუნინგს გაყვა ცოლად.

XS
SM
MD
LG