ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯარისკაცები სამხედრო სამსახურში ბრუნდებიან



ერაყის ხელისუფლების განცხადებით, 20 ათასი ჯარისკაცი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის გადაგდების შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან, სამხედრო სამსახურს დაუბრუნდება.


თავდაცვის მინისტრის წარმომადგენლის განცხადებით, არმიის ყოფილი ოფიცრები დაუყოვნებლივ იქნებიან აღდგენილი სამსახურში.

ეს გადაწყვეტილება წინ უსწრებს 7 მარტს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, რის გამოც ბევრს ერაყში მიაჩნია, რომ ოფიცრების სამსახურში დაბრუნება პოლიტიკური ნაბიჯია.

მოპოზიცია პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიკის ბრალს სდებს სადამ ჰუსეინის ბაათების პარტიის მხარდაჭერის მოპოვების მცდელობაში. მალიკი ამ ბრალდებას უარყოფს.


XS
SM
MD
LG