ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლომ ოპოზიცის ლიდერი არ დააკმაყოფილა


ბირმის სასამართლომ ოპოზიცის დემოკრატი ლიდერის სარჩელი არ დააკმაყოფილა. აუნგ სან სუ ჩი მისთვის შინა პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას ასაჩივრებდა.

ნობელის პრემიის ლაურეატს გასულ წელს სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. მიზეზი კი ამერიკელი მოქალაქისთვის თავშესაფრის მიცემა გახდა.

თავდაპირველად სამწლიანი სასჯელი მძიმე სამუშაოს ითვალისწინებდა, თუმცა შემდეგში ხუნტის მეთაურის გენერალ ტან შვეს ბრძანებით სასჯელი 18 თვიანი შინა პატიმრობით შეუცვალეს.

სან სუ ჩის საჩივრის განხილვას ბირმის სააპელაციო სასამართლოში ავსტრალიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის დიპლომატები ესწრებოდნენ. სასამართლოს შემდეგ კომენტარი გააკეთა სან სუ ჩის ადვოკატმა. მისი განცხადებით, ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.



XS
SM
MD
LG