ორგანიზაცია" ერთი ნოუთ ბუქი თითოეულ ბავშვს" უფრო შერეკილი უფროსების საბავშვო ოთახს გავს, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიოს გადარჩენის დევიზით გამოდის. პლასტმასის მწვანე ნოუთბუქებით მორთული ოფისის დეკორაციის მთავარი ატრიბუტები ფერადი საინჟინრო სქემებია.,ყველაფერი ეს ახალგაზრდა ენერგიული თანამშრომლების მიერ არის ორგანიზებული. ისინი ნოუთ ბოქების მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებისთვის გადაგზავნით არიან დაკავებული. განსაკუთრებულ ყურადღებას მათ უთმობენ, ვინც ექსტრემალურ გაჭირვებაში ცხოვრობს.
ორგანიზაციის დამაარსებელი ნიკოლას ნეგრუპონტეს უფრო დიდი გეგმები აქვს.
"ჩვენი მთავარი გამოგონება ისააა, რომ შევქმენით მარტივი ნოუთბუქების ტექნოლოგია, რომელიც საკმარისად იაფიანია იმისათვის, რომ მათ ბავშვებამდე მიაღწიონ, შემდეგ მინიმალური მოთხოვნილბეებისთვის, მუსიკის მოსმენის, წიგნის კითხვისა და ფილმის ყურებისთვის გამოიყენონ."
ექვსი წლის წინ, 100 დოლარიანი ნოუთბუქის წარმოება და დიზაინის შემუშავება არარეალურად ჟღერდა.
" მაგრამ მათ უკვე 31 ქვეყანაში, 19 ენაზე მოლაპარაკე 1.2 ათასი ბავშვი ფლობს. ურუგვაიმ თითოეული ბავშვის ნოუთბუქით მომარაგება ახლა დაასრულა."
ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვისთვის კომპიუტერის ხელმისაწვდომობა დიდად კარგი საქმე არ არის. ათობით მილიონი ნოუთ ბუქის ყიდვა ბევრი ქვეყნისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა-მინიმალური ფასის, 160 §-ის პირობებვშიც კი. ნეგრუპონტეს მიდგომის ოპონენტები ამბობენ, რომ შეიძლება არსებობდეს, მასზე ეფექტური და იაფიანი საშუალება, რათა მთელი მსოფლიოს კომპიუტერიზაცია მოხდეს.
სტივენ დუკერი იაფიანი კომპიუტერული ტექნოლოგიის პიონერია, მის კომპანიას Ncomputing -ი ქვია. კომპანია პროგრამულ უზრუნველყოფასა და აღჭურვილობას ისე აწარმეობს, რომ თითოეულ ადამიანს სისტემასთან დასაკავშირებლად მხოლოდ 300 დოლარი ესაჭიროება. დუკერის თქმით, თითოეულ სტუდენტს, Ncomputing-ის ქსელთან დასაკავშირებლად მხოლოდ კლავიატურა და მონიტორი ჭირდება. დუკერი ამბობს, რომ მისი მეთოდის შენახვა გაცილებით იაფი ჯდება.
ნიკოლას ნეგრუპონტე მის საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს, ის თვლის, რომ ბავშვის ნოუთ ბუქი, ხელს უწყობს მის პირად კონტაქტს ტექნოლოგიებთან.
"ბავშვებს ნოუთ ბუქები ხშირად სახლში მიაქვთ და მათთან ერთად ძინავთ. ეს სრულიად განსხვავებული ფენომენია."
ორგანიზაციის " ერთი ნოუთ ბოქი თითოეულ ბავშვს" ადვოკატი მეტიუ კელერი ამობობს, რომ ბავშვებს უყვართ ნოუთ ბუქები, რადგან მათი პირადი მიზნებისთვის გამოყენება შეუძლიათ.
ის 12 წლის გოგონას, რვანდას კლასის შემთხვევას იხსენებს, სადაც პრეზიდნეტმა ქვეყნის ბავშვებისთვის 120 ათასი ნოუთ ბუქის ყიდვა ბრძანა. რამდენიმე ხანში შორეულ სოფლებში მცხოვრები გოგონების უმრავლესობა სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში დახელოვნდა, რომელთა მეშვეობითაც მათ შეეძლოთ ელექტრონული პერსონაჟების გამოგონება, ჩაცმა, მათთან ურთიერთობა.
"ავიღოთ მაგალითისთვის ავღანეთი, მთავრობა დაჟინებით მოითხოვს თითოეული ბავშვისთვის ნოუთ ბუქს. განათლების სამინისტროს თქმით, ეს ქვეყნის მოქალაქეთა იზოლირებას ბოლოს მოუღებს. ავღანეთში, გაეროს ქწრმომადგენლობაში ამბობობენ, რომ ეს გოგონების განათლების პრობლემის გადაწყვეტას ნიშნავს."
ბევრი ფაქტორი: ძლიერი ბაზარი, ტექნიკური პროგრესი, ადგილობრივი კომუნიკაციები და ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკური ნება განაპირობებს თითოეულ ბავშვისთვის პერსონალური ნოუთ ბუქი ხელმისაწვდომობას.
ორგანიზაცია "ერთი ნოუთ ბოქი თითოეულ ბავშვს" ცდილობს ამისათვის ყველაფერი გააკეთოს.