ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში 6 ამბოხებულია მოკლული


პაკისტანში სავარაუდოდ ამერიკული უპილოტი თვითმფრინავის შეტევის შედეგად სულ ცოტა 6 ამბოხებულია განადგურებული. ოპერაცია პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე დღეს განხორციელდა. ეს ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონია, რომელიც ავღანელი თალიბების საყრდენ ტერიტორიას წარმოადგენს. ხელისუფლების განცხადებით, გასულ კვირას ანალოგიური დარტყმის შედეგად ამავე რეგიონში თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი მოჰამედ ჰაქანი და მისი შვილი მოკლეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო რეგიონში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ სამხედრო ოპერაციები გახშირდა. მათ სამიზნებს თალიბანის და ალ-ქაიდას ქსელის განადგურება წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG