ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოიოტას ხელმძღვანელმა მომხმარბელს ბოდიში მოუხადა


მსოფლიოს ავტოგიგანტის ტოიოტას ხელმძღვანელის განცხადებით, უსაფრთხოების პრობლემები შესაძლოა კომპანიის სწრაფმა ზრდამ გამოიწვია. ტოიოტას ხელმძღვანელმა მომხმარბელს ბოდიში მოუხადა. ტოიოტას დამფუძნებლის შვილიშვილი აკიო ტოიოდა შეერთებული შტატების კონგრესის წინაშე თავად წარსდგება. მანამდე კი მისი წერილი გავრცელდა. ტოიოდა აცხადებს, რომ კომპანიაში გატარდება რეფორმები, რაც იაპონურ ავტომწარმოებელს უსაფრთხოების უკეთესი სისტემების დანერგვის საშუალებას მისცემს. გუშინ ასევე განცხადება გაავრცელა შეერტებულ შტატებში ტოიოტას მთავარმა აღმასრულებელმა ჯეიმს ლენცმა:

„ბოლო თვეებში ჩვენ ვერ დავაკმაყოფილეთ ჩვენი მომხმარებლის მაღალი მოთხოვნები, რასაც საზოგადოება ჩვენგან ელოდებოდა. ასევე უნდა ვაღიაროთ რომ არსებობდა, მართალია იშვიათი, მაგრამ სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები.“

XS
SM
MD
LG