ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში სულ ათასი ამერიკელი  ჯარისკაცია დაღუპული


დამოუკიდებელი ინტერნეტ გვერდის ინფორმაციით, ავღანეთში-2001 წელს, ომის დაწყებიდან დღემდე 1,000 ამერიკელი ჯარისკაცია დაღუპული.

შეერთებული შტატების სამხედრო მაღალჩინოსნების ვარაუდით,ცოცხალი ძალის დანაკარგი ავღანეთში შესაძლებელია კიდევ უფრო გაიზარდოს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ერაყში ამერიკელი სამხედროების დანაკარგი ბევრად უფრო მეტია და ჯამში 4,000 ჯარისკაცს შეადგენს.

ამ ფონზე, გუშინ ვაშინგტონში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა ,რომ ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის ბოდიში მოუხადა.

“არ არის გამორიცხული მსგავსი შემთხვევები განმეორდეს და ჩვენს მიერ განხორციელებულ სახედრო ოპერაციებს ჩვეულებრივი მოქალაქეებიც სიცოცხლეც შეეწიროს.მე დღეს ვესაუბრე ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის და ღრმა მწუხარება გამოვთქვი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“

შეგახსენებთ,რომ გუშინდელი ინციდენტის დროს 27 მშვიდობიანი ავღანელი მოქალაქე ამერიკის სამხედრო ძალების საჰაერო დაბომბვას შეეწირა.


XS
SM
MD
LG