ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის დასკვნა


ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა გასული წლის მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად 2009 წელი ჟურნალისტებისათვის ყველაზე ცუდი პერიოდი გამოდგა. მსოფლიოს მედიამ 71 რეპორტორი დაკარგა. მხოლოდ ფილიპინებში მომხდარმა ტრაგედიამ ყველაფერს გადააჭარბა. გასული წლის ნოემბერში, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ 60-მდე ადამიანი მოკლა, მათგან 30 ჟურნალისტი და მედიაში დასაქმებული პირი იყო. ამით ფილიპინებმა პირველი ადგილი დაიკავა იმ ქვეყანათა შორის, სადაც ჟურნალისტებისთვის ყოფნა და მუშაობა საშიშია. კომიტეტის მოხსენებაში მეორე ადგილზე სომალი გავიდა. აქ გასულ წელს 9 ჟურნალისტი მოკლეს. ერაყსა და პაკისტანში სამუშას შესრულებისას 4-4 ჟურნალისტი დაიღუპა, ხოლო რუსეთში სამი.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი რობერტ მაჰოუნი აცხადებს, რომ გასული წელი მხოლოდ მსხვერპლის მხრივ არ იყო ცუდი.

„გასულ წელს გაიზარდა ხელისუფლების მიერ ჟურნალისტებზე ზეწოლაც. ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტთა დაპატიმრების ბევრი ფაქტი. როდესაც ჩვენ კვლევა დავიწყეთ, იმ დროისთვის 166 ჟურნალსტი იჯდა ციხეში. მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა ამბობს რობერტ მაჰოუნი.

მან განსაკუთრებული ყურადღება ირანში განხორციელებულ რეპრესიებზე გაამახვილა. ჯგუფის მტკიცებით. თეირანის რეჟიმმა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაახლოებით 90 ჟურნალისტი დააპატიმრა. დეკემბრის ბოლოს ირანის ციხეებში კვლავ რჩებოდა 23 რეპორტიორი. ირანის ჟურნალისტთა წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების მიხედვით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ირანში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს შორის ჟურნალ „ნიუსვიკის“ რეპორტიორი მაზიარ ბაჰარიც იყო. მისი თქმით, ირანის ხელისუფლება საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს ბლოგერებს.

„მე ვფიქრობ, რომ დასაწყისში ირანის ხელისუფლება საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ინტერნეტის სამყაროს. თუმცა ახლა მათ კიბერსივრცესთან და ციფრულ დანაშაულთან დაკავშირებული რამდენიმე კანონიც მიიღეს, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებების კონტროლსაც ითვალისწინებს.“ აცხადევს ბაჰარი

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის თქმით ბლოგერები საკმაოდ დიდი დარტყმის ქვეშ არიან ჩინეთშიც. ჯგუფის აზიის საკითხების ექსპერტის ბობ დიეტზის თქმით, ჩინეთში დაკავებული ჟურნალისტების უმეტესობა ინტერნტგამოცემებში მუშაობდნენ.

დოკუმენტში ასევე ასახულია აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში არსებული მდგომარეობა.

დღეს ინტერნეტის საშუალებით მთელი მსოფლიოსთვისა შეესაძლებელი ამბავის შეტყობინება. მილიონობით ადამიანმა უკვე ნახა ირანში ივნისის დემონსტრაცის დროს დახვრეტილი ახალგაზრდა ქალის ნედა აღა-სოლთანის კადრები. ამ ვიდეომ ლონგ აილენდის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზი - ჯორჯ პოლკის ჯილდო მიიღო. ეს ამერიკის ჟურნალისტიკაში დაწესებული ერთ-ერთი უმაღლესი პრიზია. თუცა აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი - მას შემდეგ რაც პოლკის პრემია არსებობს, ეს არის პირველი შემთხვევა 61 წლის მანძილზე, რომ პოლკის ჯილდო უცნობ ავტორს გადაეცა. დიახ, ამ ვიდეოს ავტორის ვინაობა უცნობია.


XS
SM
MD
LG