ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირლანდიის განმათავისუფლებელი არმია


ორი ირლანდიური გასამხედროებული ორგანიზაცია, რომლებმაც იარაღი სულ ახლახან ჩააბარს, ირლანდიის განმათავისუფლებელი არმია და ირლანდიის ოფიციალური რესპუბლიკური არმიაა. ორივე ჯგუფი აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას ბოლო 30 წლის განმავლობაში გამართულ შეიარაღებულ და პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელსაც ჩრდილოეთ ირლანდიაში 3,700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დარვინ ტემპელტონი ყოველდღიური პრო-ბრიტანული პროტესტანტული გამომცემლობის „ბელფასტის ნიუსლეთერის“ რედაქტორია. მისი თქმით, ირლანდიის განმათავისუფლებელი არმია 1970-იან წლებში შეიქმნა:

„ირლანდიის განმათავისუფლებელი არმია ირლანდიის ოფიციალურ რესპუბლიკურ არმიას გამოეყო და დამოუკიდებელ პატარა ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მიუხედავად სიდიდისა, ორგანიზაცია დაახლოებით 130 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, მათ შორის, მაღალჩინოსანი ბრიტანელი სახელმწიფო მოხელეებისაც. თუმცა, ორგანიზაცია ზომით მცირე იყო, მას ყველა სერიოზულ საფრთხედ აღიქვამდა, რადგანაც მისი წევრები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.“


ანალიტიკოსების ზარით, ირლანდიის განმათავისუფლებელი არმიას ამჟამად რამდენიმე ათეული მოქმედი წევრი ჰყავს.
რაც შეეხება ირლანდიის ოფიციალურ რესპუბლიკურ არმიას, ისიც რესპუბლიკური მოძრაობის ერთ-ერთი განშტოებაა. ნოელ დორანი ბელფასტის კათოლიკური ნაციონალისტური „აირიშ ნიუსის“ რედაქტორია. გამომცემლობა ჩრდილოეთ ირლანდიის ირლანდიასთან გაერთიანების მომხრეა.
ბატონი დორანის თქმით,

„მოხდა განხეთქილება: ირლანდიის ოფიციალური რესპუბლიკური არმია ირლანდიის რესპუბლიკურ არმიას გამოეყო. ეს უკანასკნელი კი 1960-ანი წლების დასაწყისში დაუმორჩილებლობის ძირითად ძალად იქცა. ირლანდიის ოფიციალურმა რესპუბლიკურმა არმიამ 1970-ან წლებში გამოაცხადა ცეცხლის შეწყვტა და მას შემდეგ დაპირისპირების პოლიტიკური მეთოდებით გადაწყვეტის მომხრეა. ჯგუფი ხშირად მარქსისტულ დაჯგუფებადაც მოიხსენიება. პოლიტიკურ ასპარეზზე გადასვლის შემდეგ ორგანიზაციამ იარაღი არ დაყარა და გასამხედროებული სტატუსი შეინარჩუნა.“

ყველაზე კარგად ცნობილმა ნახევრად სამხედრო დაჯგუფებამ - ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ - იარაღი 2005 წელს დაყარა.

ნოელ დორანის განცხადებით, ირლანდიის განმათავისუფლებელმა არმიამ და ირლანდიის ოფიციალურმა რესპუბლიკურმა არმიამ იარაღის ჩაბარების შესახებ გადაწყვეტილება 8 თებერვალს მიიღო. მათ იარაღი 13 წლის წინ შექმნილ საერთაშორისო კომისიას მანდატის გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩააბარეს.

ბატონი დორანის განცხადებით:

„იარაღის ამ ვადაში ჩაბარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუ კომისიის ვადის გასვლამდე დაჯგუფებები იარაღს არ ჩააბარებდნენ, ყველა სახის შეწყალება, პატიება და პასუხისგებიდან გათავისუფლება, რომელიც განიარაღების ხელშეწყობის მიზნით იქნა მიღებული, კომისიის მოქმედების დასრულებასთან ერთად ძალას დაკარგავდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანი, რომელსაც იარაღის არაკანონიერ საკუთრებაში აქვს სრულ სამართლებრივ პასუხისგებაში იქნებოდა გადაცემული. იარაღის ჩაბარების შემთხვევაში, კი ხელისუფლება იარაღს გაანადგურებს და ამით განიარაღების პროცესიც დამთავრდება.“


ანალიტიკოსების თქმით, ჯერ კიდევ დარჩენილია რამდენიმე პატარა გასამხედროებული დაჯგუფება, რომლებსაც იარაღი არ ჩაუბარებია.
ბატონი ტემპელტონის თქმით:

„ეს ის ჯგუფებია, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ ეთანხმება და ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ნაწილს არ შეადგენს. ისინი არც სამშვიდობო პროცესში ღებულობენ მონაწილეობას და არც სამომავლოდ გეგმავენ იარაღის დაყრას.“


ტემპელტონი და დორანი ერთი აზრის არიან იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებული დაპირისპირებების გადაწყვეტის მხრივ მნიშვნელოვანი პოლიტიკური წინსვლები აღინიშნება, ეს ურჩი მცირე დაჯგუფებები ჯერ ისევ საფრთხეს უქმნიან ბრიტანეთის ამ პროვინციაში სამშვიდობო პროცესის წარმატებით დასრულებას.



XS
SM
MD
LG