ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული არჩევნების შეფასებები


გუშინ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლაში უაღრესად საინტერესო შეხვედრა შედგა. აქ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის საკითხთა კვლევის ინსტიტუტმა უმასპინძლა დისკუსიას თემაზე: ნარინჯისფერი რევოლუციის მიღმა: უკრაინული დემოკრატიის მნიშვნელობა. მოწვეული სტუმრები იყვნენ: ოლექსეი ჰარანი, კიევის ეროვნული უნივერსიტეტიდან, ოლექსანდრ სუშკო, უკრაინის საგარეო პოლიტიკის, კონვერსიის და მშვიდობის ცენტრიდან, ასევე ალექსანდრ ქული- კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და მაიკლ კრამერი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან. თუმცა ეს უკანასკნელი შეხვედრას ვერ დაესწრო. შეხვედრას უძღვებოდა ჰენრი ჰეილი, ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან.

პირველი გამომსვლელი ოლექსეი ჰარანი იყო. მან თავდაპირველად ნარინჯისფერთა დამარცხების მიზეზებზე ისაუბრა.

„ ეს მიზეზები ჩემთვის საკმაოდ ნათელია. პირველი, იანუკოვიჩმა კარგად გამოიყენა ეკონომიკური კრიზისი მთავრობის კრიტიკისათვის, მეორე მან ასევე წარმატებით გამოიყენა ნარინჯისფერთა ბანაკში არსებული განხეთქილება და ასევე გამოიყენა უკრაინელთა იმედგაცრუება ნარინჯისფერთა გუნდის მიმართ. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტორიც, რომ იუშჩენკომაც თავის ქმედებით ხელი შეუწყო იანუკოვიჩის გამარჯვებას“ განაცხადა ოლექსეი ჰარანმა.

მისი თქმით ეს პარადოქსია, თუმცა ეს მოხდა და „მაიდანის“ გმირმა იანუკოვიჩის პრეზიდენტობას ხელი შეუწყო, როდესაც, მან თავის მომხრეებს და ნარინჯისფერი იდეების მხრადამჭერებს ორივე კანდიდატის - ტიმოშენკოს და იანუკოვიჩის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდა, რაც იანუკოვიჩის ინტერესებში უფრო შედოდა. ეს კი საკმაოდ არსებითი ფაქტორი აღმოჩნდა იანუკოვიჩის გამარჯვებისთვის. ამის შემდეგ ჰარანმა უკრანაში მოსალოდნელ პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახლა მთავარია კომრომისის მოძებნა უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის. და ეს ნაბიჯი იანუკოვიჩმა უკვე გადადგა. მას შეეძლო ემოქმედა ბლიცკრიგის პრინციპიით და დაენიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები, თუმც მან ეს არ გააკეთა რაც მიუთითებს იმაზ, რომ ის ითვალისწინებს კომპრომისის მნიშვნელობას უკრაინის პოლიტიკურ პროცესებში.

„გასათვალსიწინებელია, რომ არცეთ პოლიტიკურ ძალას ამ ეტაპზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ აწყობს. ეს განსაკუთრებით ეხება მცირერიცხოვან ფრაქციებს, რომლებმაც შესაძლოა 3 პროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახონ. რაც შეეხებათ „რეგიონების პარტიას“ და ტიმოშნეკოს ბლოკს, ასევე ისინიც წააგებენ გარკვეულ რაოდენობას, რადგან სცენაზე არიან და ძალას იკრებენ ისეთი მოთამაშეები როგორიცაა ტიგიპკო და იაცენიუკი.“ აცხადებს ჰარანი.

ამდენად მისი აზრით ყველაზე კარგი გამოსავალი კომპრომისების მიღწევა და ახალი კოალიციების შექმნაა. რაც შეეხება ტიმოშენკოს მიერ სარჩელის შეტანას სასამართლოში, ჰარანი აცხადებს რომ ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ეს სიტუაცია მას აგონებს 2004 წლის არჩევნებს, როდესაც წაგებულმა იანუკოვიჩმა ასევე სარჩელი შეიტანა სასამართლოში. ჰარანის აზრით, ეს ნაბიჯები ტიმოშენკოს მომდევნო ეტაპზე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში დამატებითი დივიდენდებისთვის სჭირდება. ჰარანის აზრით, ერთადერთი გამოსავალი კომპრომისის მოძებნა და ევოლუციური რეფორმების დაწყებაა. რაც მისი აზრით, უკრაინული ელიტის ინტერესბეში შედის.

შემდგომი გამომსვლელის ალექსანდერ სუშკო იყო.

„თუ არ ჩავთვლით ტიმოშენკოს მიერ შეტანილ სარჩელს, უნდა ვაღიაროთ რომ არჩევნები დასრულდა. მისი თქმით, ამ არჩევნებნა დაადასტურა, რომ უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფოა.“

განაცხადა სუშკომ. მისი თქმით, ახლა უკვე უნდა გაანალიზდეს ის, თუ რას გააკეთებს ახლაი მთავრობა და ხომ არ გაიწირება დემოკრატიული ღირებულებები და მიღწევები უკეთესი მმართველობის სანაცვლოდ.

„ რეგიონში არსებობს ეს ნეგატიური ტენდენცია. განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის მანძალიზე. ეს არის ბევრ ქვეყნაში დემოკარტიის ეროზია და უკეთეს შემთხვევაში სტაგნაცია. ეს ეხება რუსეთს, ბელარუსს და საქართველოსაც.“

აცხადებს სუშკო. ამდენად მისი თქმით უკრაინაში დემოკრატიის შესუსტების საფრთხე ნამდვილად არსებობს. ამიტომ დასავლეთმა უნდა დაიწყოს იანუკოვიჩის მთავრობასთან თანამშრომლობა და ეს ასეც მოხდება. მჭიდრო თანამშრომლობა უნდა იყოს ის გარანტია, რომ უკრაინაში დემოკრატია არ გაიწირება.

შემდგომმა გამომსვლელმა ალექსანდერ ქულმა ყურადღება გაამახვილა ფერადი რევოლციების შედგების ურთიერთშედარებაზე.

„თუ შევადარებთ საქართევლოში და ყირგიზეთში ხელისუფლების შეცვლის შემდგომ მიღწეულ შედეგებს, უკრაინა ამ ქვეყნებთან შედარებით აშკარად წარმატებულია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთადერთი წარმატებაა“აღნიშნა ქულმა. მისი თქმით:

„თუ არ ჩავთვლით დემოკრატიული ღირებულების დაკნინებას, ფერადმა რევოლუციებმა გამოიწვია გეოპოლიტიკურ ინტერესთა დაპირისპირება და ასევე საქართველოს მაგალითზე მოხდა შეერთებული შტატების ნდობის შემცირება. “

მან ამის შემდეგ ყურადღება გაამახვილა შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთიობაზეც. მისი თქმით სახეზეა შეერთებული შტატების ნდობის შემცირება და იმედგაცრუება საქართველოს მიმართ. ამის მიზეზი კი საქართველოში დემოკრატიიული ღირებულების დაკნინებაა.

„თუ შევადარებთ ადრეულ წლებს, საქართველოში აშკარად ფუნქციონირებს სახელმწიფო, მაგრამ დაკნინებულია დემოკრატიული ტენდენციები. “ განაცხადა ქულმა.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიის კრიზისზე მიუთითებს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცის მათ შორის „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებები. ალექსანდერ ქული შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფასაც შეეხო. მისი თქმით, მართალია ამით ამერიკამ იხსნა საქართველოს სახელმწიფო დანგრევისგან, მაგრამ ასევე დაიცვა საქართველოში არსებული რეჟიმი, რომლის არსებობაც ამ დახმარების გარეშე საეჭვო იქნებოდა, რადგან სააკაშვილის რეჟიმს ბევრ კითხვაზე მოუხდებოდა პასუხის გაცემა. ამდენად, ალექსანდერ ქული დარწმუნებულია, რომ თუკი საქართველოში და ყირგიზეთში ფერადი რევოლუციები წარუმატებელი აღმოჩნდა, უკრაინაში სულ სხვა სურათი მივიღეთ სადაც შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატია ფუნქციონირებს.რაც რევოლუციის შდეგია.

ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებული სკანდალი ორი ქვეყნის შემდგომ ურთიერთობებზე, სამივე გამომსვლელმა ამ ფაქტს საკმაოდ ნეგატიური შეფასება მისცა.

„ ეს იყო სისულელის გამოხატულება, და ეს ყველაზე კარგად რეგიოენების პარტიამ გამოიყენა. მათ მართალია ცოტა გადაჭარბეს, მაგრამ კარგად აამუშავეს მედია, ეს სკანდალი გამოიყენეს და მიაღწიეს იმას, რისი მიღწევაც სურდათ.“ განაცხადა ალექსანდერ სუშკომ და მას ამაში ყველა გამომსვლელი დაეთანხა. უნდა ითქვას, რომ საქართველოზე და ქართველ დამკვირვებლებზე მსჯელობისას არა მარტო გამომსვლელებს, არამედ დარბაზში მყოფ სტუმრებსაც საკმაოდ სკეპტიკური და ირონიული განწყობა ეტყობოდათ.


XS
SM
MD
LG