ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის სასამართლო გაყალბების სარჩელს იხილავს


დღეს უკრაინის პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო სასამართლოში გამოცხადდა, სადაც იგი ასაბუთებს საკუთარ სარჩელს ქვეყანაში ახლახანს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დარღვევების შესახებ. სასამართლოს შენობაში შესვლამდე პრესასთან საუბრისას ქალბატონმა ტიმოშენკომ აღნიშნა, რომ მისთვის ქვეყნის ინტერესების დაცვა უფრო დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები.

დღეს დილით სასამართლოს შენობის გარეთ იანუკოვიჩის დაახლოებით ათასი და ტიმოშენკოს რამდენიმე ასეული მომხრე შეიკრიბა. მიმდინარე კვირის დასაწყისში სასამართლოს გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება დროებით შეჩერებულია ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს. არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ტიმოშენკო ხმების 3.5 პროცენტით დაამარცხა. იანუკოვიჩის ინაუგურაცია 25 თებერვალს არის დანიშნული.

XS
SM
MD
LG