ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იანუკოვიჩის გამარჯვება


უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვიქტორ იანუკოვიჩი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა და მისი ინაგურაციის საზეიმო ცერემონია 25 თებერვალს დანიშნა.

მიუხედავად ამისა მისმა მეტოქემ იულია ტიმოშენკომ არჩევნების შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა და მოწინააღმდგე მილიონი ხმის გაყალბებაში დაადანაშაულა.

ოთხშაბათს უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ დროებით შეაჩერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრესკლუბში ამერიკის ხმა უკრაინელ, რუს და ამერიკელ ჟურნალისტებს ესაუბრა.

როდესაც უკრაინის ეკონომიკა მძიმე კრიზისს განიცდის ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერები ვიქტორ იუშენკო და იულია ტიმოშენკო პოლიტიკურ ინტრიგებში ჩაებნენ ამით ისრაგებლა იანუკოვიჩმა და ქვეყნის შიანურ პრობლემებზე გაამხვილა ყურადღება რიტაც პოლიტიკური ინიციატივა ინიციატივა ჩაიგდო ხელში.

დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირების ფონზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და იანუკოვიჩის შანსებს ამერიკელი ექსპერტი პოლ გობლი ასე აფასებს:" ჩემის აზრით ის წარმატებას ვერ მიაღწევს თუ ქვეყნის გაერთიანება ვერ შესძლო. მან უნდა დაიცვას არა მარტო რუსეთზე ორიენტირებული აღმოსავლეთ უკრაინის ინტერესები არამედ პროდასავლური ძალების გულიც უნდა მოიგოს. თუ იანუკოვიჩმა მოახერხა რუსეთის ხელისუფლებისგან გარკვეული დივიდენდების მიღება ენრგო რესურსების ტრანსპორტირების საკიტხებთან დაკავშირებით მაშინ უკრაინის ეკონომიკის აღორძინება რეალური გახდება რაც მას დიდ პოპულარობას მოუტანს უკრაინაში."

ბატონი გობლი მიიჩნევს რომ:" უკრაინა მთელს რეგიონში გამოირჩევა დემოკრატიის ხარისხით. ეს რთული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით დიდ წარმატებად შეიძლება ცაითვალოს უკრაინისთვის, რომელიც ზეწოლას განიცდის დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან."

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ არჩევნების შედეგები უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა მიუხედავად იმისა რომ ევროპელმა დამკვირვებლებმა ის სამართლიანად აღიარეს. როგორც უკრაინელი ჟურნალისტი ევჰენ ხლიბოვიტსკი აცხადებს ქალბატონ ტიმოშენკოს გაუჭრდება არცევნების შედეგების გადასინჯვა და ადრე თუ გვიან თავისი თანამდებობის დატოვება მოუწევს:" მას ალბათ მალე გადააყენებენ. ამის გამო ის ყველა საშუალებით ებღაუჭება ძალაუფლებას. საკითხავია შეუძლია თუ არა მას აღიაროს დამარცხება სამართლიან არჩევნებში, რაც ძალზემნიშვნელოვანია დემოკრატიის გავითარების თვალსაზრისით უკრაინაში. ამ გაგებით ოპოზიციონერი იანუკოვიჩის გამარჯვება შეიძლება ნარინჯისფერი რევოლუციის წარმატებადაც გამოცხადდეს თუ ეს ყველაფერი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. სხვა საკიტხია მოგვწონს თუ არა ოპოზიცია, მთავარია რომ უკრაინაში დემოკრატია წარმატებით ფუნქციონირებს."

ამ თვალსაზრისს ეტანხმება რუსეთის კარნეგის ცენტრის ჯურნალისტი მასა ლიპმანიც:" მიუხედავად იმისა რომ იულია ტიმოშენკო არცვენების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ის ამას სასამართლოში აკეტებს და თავისი მომხრეები ქუჩაში არ გამოჰყავს."

უკრაინელი ჟურნალისტის ევჰენი ხლებოვიცკის აზრით ამ არცევნებში დამარცხებულად შეიძლება შეერთებული შტატები გამოცხდდეს რომელიც აუცილებლად დაკარგავს თავის გავლენას რეგიონზე. თუმცა როგორც პოლიტიკური ექსპერტები მიიჩნევენ უკრაინის მომავალ პრეზიდენტს ნებისმიერ სემთხვევაში მოუწევს ლავირება დასავლეთსა და მოსკოვს შორის.


XS
SM
MD
LG