ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ორი ბირთვული რეაქტორი შენდება


პრეზიდენტი ობამა ორი ბირთვული რეაქტორის ასაგებად რვა მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებს. ამის შესახებ პრეზიდენტი დღეს საჯაროდ განაცხადებს. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ბირთვული რეაქტორი ჯორჯიის შტატში უეინსბოროში აიგება. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ახალი რეაქტორი სამი ათეული წელია, რაც არ აუგიათ. 2005 წელს კონგრესმა ბირთვული რეაქტორების პროგრამის გასავითარებლად თვრამეტ ნახევარი მილიარდი დოლარის გამოყოფა გადაწყვიტა. ობამა კი 2011 წლის ბიუჯეტში ამ დაფინანსების ორმოცდათოთხმეტ მილიარდამდე გაზრდის წინადადებით გამოვიდა.

XS
SM
MD
LG