ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელ მეამბოხეებზე იერიში განხორციელდა


დღესავღანეთშიმოქმედმა კოალიციისჯარებმა ჰელმანდის სამხრეთ პროვინციაში დაბანაკებულ თალიბ მამბოხეებზეგადამწყვეტი იერიში მიიტანეს.

15 ათასი ამერიკელი,ბრიტანელი და ავღანელი მებრძოლი ღებულობდა მონაწილეობასქალაქ მარჯაჰში მიმდინარე ბრძოლებში ,რომელიც 2001 წლის შემდეგ მასშტაბურობით ყველაზე დიდი საომარი ოპერაციაა.

სამწუხაროდ ჰელმანდის პროვინციის მოსახლეობის ნდობა კოალიციის ჯარების მიმართმას მერე შენელდა, რაც მათ მიერ გასროლილი რაკეტები სამიზნეს აცდა და შემთხვევით თორმეტი მშვიდობიანი ავღანელი გამოასალმა სიცოცხლეს.

ნატოსსარდლობამ ამ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და გენერალმა სტენლი მაკკრისტალმაავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის ინციდენტის გამო პირადად მოუხადა ბოდიში. მისივე ბრძანებით ჰელმანდის პროვნიციაშიდროებით შწეყდა საომარი მოქმედებების დროს რაკეტების გამოყენებაც.

ოფიციალური მონაცემებით,მიმდინარე ბრძოლების შედეგად 27თალიბი მეამბოხე განადგურდა,კოალიციის მხრიდან კი ერთი ბრიტანელი ჯარისკაცია დაღუპული.

XS
SM
MD
LG