ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიული ფონდი  დალაი ლამას აჯილდოვებს


შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიის ფონდი ტიბეტის სულიერ ლიდერს დემოკრატიისა და ადამიანის უფლების სფეროში წვლილისთვის ჯილდოს გადასცემს.

ცერემონიალი პარასკევს ვაშინგტონში გაიმართება. პრეზიდენტ ობამას და დალაი ლამას შეხვედრა კი თეთრ სახლში მომავალ ხუთშაბათს შედგება.

ჩინეთი ამ ვიზიტის წინააღმდეგია. პეკინის განცხადებით, ვაშინგტონმა უნდა გაიგოს, თუ რამდენად მგრძნობიარეა ჩინეთისთვის ტიბეტთან დაკავშირებული საკითხები.

დალაი ლამას ვაშინგტონს გასული წლის ოქტომბერში ეწვია, თუმცა პრეზიდენტმა ობამამ მასთან შეხვედრისგან თავი შეიკავა. ამის მიზეზი კი ნოემბერში ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი იყო.




XS
SM
MD
LG