ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი  გააძლიერებს ზეწოლას ირანის ხელისუფლებაზე


ირანის ბირთვული პროგრამა დასავლეთისთვის მთავარ თავის ტკივილად რჩება. ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა ირანის რევოლუციური გვარდიის სარდალს გენერალ როსტამ ქაშემის საბანკო ანგარიშები გაუყინა. მიზეზი მასობრივი განადგურების იარაღით ვაჭრობა იყო. ვაშინგტონი კიდევ უფრო გააძლიერებს ზეწოლას ირანის ხელისუფლებაზე, რათა ამ უკანასკნელმა ბირთვული პროგამა შეაჩეროს. ასევე თეთრი სახლი შეეცდება გაეროს დარწმუნებას, რათა ირანის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს. ირანის საკითხზე კონსენსუსის მიღწევას ისახავდა მიზნად ევროპაში შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ექვსდღიანი ვოიაჟიც. რობერტ გეითსის ტურნეს მთავარი თემა ირანი იყო.

„არავის უცდია აქამდე პრეზიდენტ ობამაზე უფრო გულწრფელად ირანის მთავრობასთან შეთანხმების მიღწევა. თუმცა შედეგები იმედის მომცემი არაა.“განაცხადა რობერტ გეითსმა.
მისი თქმით, ერთადერთი გზა რაც დარცა ეს ზეწოლის გაძლიერებაა. თუმცა ამ ზეწოლის ეფექტურად განხორციელებისთვის გეითსი თვლის, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაა საჭირო. მისი ექვსდღიანი ევროპული ტურნეც ამ თანხმობის მიღწევას ისახავდა მიზნად. ყოველ შემთხვევაში გეითსმა იტალიელების და ფრანგების თანადგომის პირობა მიიღო.


„თუკი ირანი ბირთვულ პროგრამას არ შეაჩერებს, ყველა დარწმუნებული ვართ, რომ სამწუხაროდ სანქციების დაწესება მოგვიწევს.“განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჰერვი მორინმა.

ერთადერთი ქვეყანა, სადაც რობერტ გეითსი ჟურნალსიტტა კორპუსის წინაშე არ გამოსულა. თუმცა როგორც გეითშმა განაცხადა, ის თუქრეთს ირანტან დიალოგის რეჟიმსი შენარჩუენბსითვსი უნიკალურ პარტნიორად განხილავს.

„თურქეთი ირანთან სასაუბროდ ფასადაუდებელია. და ვფიქრობ რომ ეს მნიშვნელოვანია. მათ იციან როგორ ესაუბრონ ირანელებს, რაც ჩვენთვის საკმაოდ რთულია. ეს პოტენციური შესაძლებლობაა.“ განაცხადა გეითსმა.

ოთხშაბათსვე გავრცელდა რუსეთის განცხადება, რომლის თანახმადაც, რაც უფრო ამდიდრებს თეირანი ურანს, მით უფრო აქტუალური ხდებვა სანქციებზე საუბარი. თუმცა ასეთ მიდგომას არ ეთანხმება ჩინეთი, რამაც სანქციების პროცესი შესაძლოა შეაფერხოს.



XS
SM
MD
LG