ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ბავშვები დააზარალა


ირინა ცერცვაძე

33 ბავშვის მდგომარეობა, რომელთა ჰაიტიდან უკანონოდ გაყვანას ერთ-ერთი ამერიკული ეკლესიის წევრები ცდილობდნენ, ბურუსითაა მოცული. ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ უმრავლესობა ობოლია, თუმცა 20 ზე მეტს მშობლები უნდა ყავდეს.

გამტაცებლები დაკავებულები არიან და ბავშვები დევნილებად იქცნენ. ახლა ისინი ერთ-ერთ ავსტრიულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში, სახელწოდებით ბავშვთა საერთაშორისო სოფელი ცხოვრობენ.

საქველომოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელი ჯორჯ ვილეიტი ამბობს, რომ თავდაპირველად ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ იყო, მაგრამ დღეს თითოეული მათგანი თავს კარგად გრძნობს.

“ისინი უსაფრთხო ადგილას არიან. ყოველდღიური საკვების პრობლემა არ აქვთ. ჩვენს ოჯახის ტიპის სახლებში მათი სხვა დევნილ და ობოლ ბავშვებთან კომუნიკაციაში შევლენ და სწავლასა და სხვა საქმიანობაში დახმარებას მიიღებენ. აქ ამბობენ, რომ მალე მათ, ვისაც ოჯახი ჰყავს, უკან დააბრუნებენ.

გაეროს ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია იუნისეფში ამბობენ, რომ ჰაიტის მიწისძვრამ მილიონნახევარი ბავშვი დააზარალა. კენტ პეიგი ამბობს, რომ კატასტროფამ ბავშვებისთვის სასწრაფო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობა გააჩინა.

“ობოლი, უსახლკარო ბავშვები, შეიძლება მათ ხელში აღმოჩნდნენ, ვინც მათ ექსპლუატაციას მოახდენს, ან ტრეფიკინგისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლად აქცევს.”

ამ ბავშვებსავით, ვისაც მათსავით არ გაუმართლა და ასეთ საერთაშორისო ცენტრში ვერ მოხვდა, ჰაიტის მთავრობა მშობლებისა და ახლობლების ძიებას გეგმავს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვების რეგისტრაცია, ვინაობის დადგენა და ოჯახებში დაბრუნება მოხდეს, მათი უსაფრთხოება ჩვენი უპირველესი მიზანია.”

ის ასევე ამბობს, რომ ჰაიტელ ბავშვებს სკოლების აღდგენა ესაჭიროებათ, მაგრამ ჯორჯ ველეითი თვლის, რომ განახლების პროცესი დროს წაიღებს.

“აქ სიტუაცია კვლავ ქაოტური რჩება, ეს წლობით გაგრძელდება. ამ ქვეყნის ფეხზე დასადგომად ამერიკულ და ზოგადად საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გადამწყვეტია, რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობის ჩათვლოთ.”

მისი თქმით, ჰაიტის საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის, ბავშვების დახმარება ყველას უპირველესი მისიაა.

XS
SM
MD
LG