ჩინეთს არ სურს,რომ მომავალ კვირას თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამას და ტიბეტის სულიერი ლიდერის შეხვედრა
გაიმართოს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით ჩინეთი დალაი ლამას ვიზიტს თეთრ სახლში მტკიცედ ეწინააღმდეგება. პეკინის განცხადებით, ვაშინგტონმა უნდა გაიგოს, თუ რამდენად მგრძნობიარეა ჩინეთისთვის ტიბეთთან დაკავშირებული საკითხები. თეთრმა სახლმა უკვე გამოაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას და დალაი ლამას შეხვედრა 18 თებერვალს გაიმართება. დალაი ლამას ვაშინგტონს გასული წლის ოქტომბერში ეწვია, თუმცა პრეზიდენტმა ობამამ მასთან შეხვედრისგან თავი შეიკავა. ამის მიზეზი კი ნოემბერში ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი იყო.