ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დოკუმენტური ჟანრის მედია ინდუსტრია


1980 წლამდე ამერიკაში დოკუმენტური ჟანრი მედია ინდუსტრიის მეირ მივიწყებული იყო. სწორედ ამ დროს, ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა რობერტ რედფორდმა სანდანსის ფესტივალი დაარსა. როგორც თავად ამბობს, დოკუმანტური ფილმების პოპულარიზაციისთვის მანქანა ამუშავდა და ისეთმა ფილმებმა, როგორებიცაა “Supersize me” და ალ გორის ოსკაროსანი “An Inconvenient Truth” აჩვენეს,რომ დოკუმენალისტიკის ჟანრი ცვლილებების კატალიზატორია.

რედფორდის თქმით, დღეს კინოდოკუმენტალისტიკა ჟურნალისტიკის ყველაზე მძლავრი იარაღია.

“ეს ვიზუალური სურათია , რომელიც ხალხს აფიქსირებს, ასე რომ კინო-დოკუმენტალისტიკა ჩვენი ახალი ენაა. მას წინ დიდი მომავალი აქვს…”

ერთ-ერთი ფილმი , რომელიც ხალხს აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს “Climate refugees” არის. რეჟისორმა მაიკლ ნეშმა მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, რათა ბუნებრივი კატასტროფების შედეგად იძულებითი დევნილები ფირზე აღებეჭდა.


“რესურსების ნაკლებობისა და კლიმატური ცვლილების გამო მილიონობით ადამიანი იძულებულია საცხოვრებელი ადგილი დატოვოს. მიგრაცია ყოველთვის ჩველებრივი ამბავი იყო, მაგრამ ხალხს ყოფილ ნასახლარზე დაბრუნების საშუალება ჰქონდათ. დღეს საზღვრების ეპოქაში, თითოეული გადაადგილება კონფლიქტს იწვევს, რომელიც უკვე ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.”


გაეროს ინფორმაციით მსოფლიოს გარშემო 25 მილიონზე მეტი კლიმატური ცვლილების მსხვერპლი დევნილია და მომავალი 5 წლის მანძილზე, ამ ციფრის გაორმაგებას მოელიან. პირველი დარტყმა განუვითარებელი ქვეყნებისა და კუნძულ-სახელმწიფოების მცხოვრებლებზე მოდის.
ნაშინს ფილმი მოქმედებისკენ მოწოდებაა- ასე თვლია ამერიკელი სენატორი ბარბბარა ბოქსერი. ის ფილმის პრემიერას დაესწრო და აღნიშნა რომ მას შეიძლება გავლენა კლიმატის ცვლილების შესახებ კანონის მიღებაზე იქონიოს.


“ სამოქმედო ფანჯარა დახურულია. სენატმა ახლა უნდა იმოქმედოს, რადგან წარმომადგენელთა პალატამ საკუთარი ნაბიჯი უკვე გადადგა. ფილმი დაგვეხმარება მკვდარი ადგილიდან დავიძრათ.”


მაიკლ ნეში კინოინდუსტრიაში ახალი მოთამაშეა, რომელიც ძირითად აქცენტს საარსებო საკითხებზე აკეთებს, ამბობს კარა მერტესი, სანდანსის დოკუმანტური ფილმების პროგრამის ხელმძღვანელი. მერტესი ამბობს, რომ დოკუმენტური ფილმები ქვეყნის გარშემო ახალი ტიპის დიალოგს აყალიბებენ, ის საკითხები, რომლებიც საზოგადოებაში ტრიალებს, კინოფირზეა გადმოტანილი.
ერთ-ერთი ასეთი ამერიკაში განათლების საკითხია, რომელიც სანდენსის კინოფესტივალზე ფილმში “Waiting for Superman” წამოიჭრა.

“ მე მიყვარს ეს ბავშვები და მინდა მათ სამართლიანად მოექცნენ-ამბობს რეჟისორი დევის გუგენჰეიმი.


ამერიკელი 14 წლის ასაკის ბავშვების 70 პროცენტი საკუთარ ასაკს განათლების დონით ჩამორჩება და სავარაუდოდ ვეღარც დაეწევა. რეჟისორი ამ სტატისკიტის შეცვლას ცდილობს. ოსკაროსანი გუგენჰეიმი ახალი დარტყმით ბრუნდება-ფილმმა “Waiting for Superman” "სანდანსის" მაყურებელთა ჯილდო დაიმსახურა, ფილმში ნათქვამია, რომ ამერიკის განათლების სისტემა უფსკრულშია.
სხვა ბევრი დოკუმენტური ფილმის მსგავსად, “Waiting for Superman” -ს კინოთეატრებში უჩვენებენ. ეს ერთგვარად ცვლის იმ სტერეოტიპს, რომ კინოთეატრებში ძირითადად მაყურებელი გასართობი და არა პრობლემური ფილების საყურებლად დადის.

XS
SM
MD
LG