ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ისევ თოვლის საფარველის ქვეშაა



წლევანდელი ზამთრის სეზონზე ვაშინგტონი უკვე მეორეჯერ გაეხვია თოვლის საბურველში. ამერიკული მედია რამდენიმე დღის მანძილზე ავრცელებდა ინფორმაციას სარეკორდო თოვლის საფარველის ზომის შესახებ და მართლაც, ამინდის ბიუროს წინასწარმეტყვლება ახდა და ხუთ და ექვს თებერვალს შეუჩერებელი თოვის შედეგად, შეერთებული შტატების დედაქალაქი სამოცდათხუთმეტი სანტიმეტრის თოვლის საფარველში ჩაიძირა.


აღსანიშნავია,რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩვენი პლანეტის სხვადასხვა წერტილებში ამინდმა არაერთი სიურპრიზი მოგვიმზადა. ექსპერტები განცხადებით, ამის მიზეზი შესაძლოა წყნარი ოკეანე იყოს ,რომელიც "ელ ნინოს" სახელად წოდებული ატმოსფერული ფენომენის გამომწვევი მიზეზია.
ქევინ თრენბერთი ეროვნული ცენტრის ატმოსფეროს მკვლევარი გახლავთ.იგი "ელ ნინოს" ფენომენს შემდეგნაირად ხსნის.იმის გამო,რომ წყნარი ოკეანის ზოგიერთ ტროპიკულ ნაწილში ტემპერატურის მატებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.


„ ოკეანე თითქოსდა ხმას იმაღლებს და აცხადებს,რომ მას ამდენის გაძლება აღარ შეუძლია.“ამბობს მეცნიერი.

პროტესტის ნიშნად, დამთბარი წყნარი ოკეანე სითბოსა და ტენიანობას ატმოსფეროში ავრცელებს,რაც ჰაერის ნაკადის ჩვეულ დონეზე ზემოქმედებას ახდენს და მთელს პლანეტაზე ამინდი მკვეთრად იცვლება.
მეცნიერის განმარტებით,მომავალში არავინ უწყის,თუ რარიგ აისახება "ელ ნინოს" ფენომენი პლანეტის ამინდზე .მეცნიერის თქმით:


„სავარაუდოდ ეს არ არის "ელ ნინოს" ფენომენით გამოწვეული ამინდის ყველაზე დიდი მოულოდნელობა.წინ უფრო მეტი სიურპრიზები მოგველის“


თრენბერთის განცხადებით ,სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამ "ელ ნინოს" ფენომენის გავლენა ქარიშხლების გახშირებული სეზონის სახით იგრძნო.რეგიონს თავს არაერთხელ დაატყდა მასიური წყალდიდობები,რომლებსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ასევე ხშირი იყო მეწყერებიც. ამავე მიზეზით დაუდგა ინდონეზიას ხანგრძლივი გვალვების სეზონი და იმატა ტყეში ხანძრის შემთხვევებმაც.
ასევე ცვლილებები დააეტყო ინდოეთის კლიმატსაც. მუნსონურმა წვიმებმა ქვეყნის ზოგიერთი ნაწილში ხორბლის მოსავალი სრულად გაანადგურა და ქვეყანაში სურსათზე ფასების გაზრდა გამოიწვია.

თუმცა მეცნიერი ტრენბერთრი ამბობს,რომ ძნელია,რომ ყველა ამ მოვლენაზე პასუხისმგებლობა სრულად "ელ ნინოს" ფენომენს დააკისრო. ურიგო არ იქნებოდა "ელ ნინოს" ფენომენის მეშვეობით გვალვებით გაბეზრებულ კალიფორნიას წვიმები უფრო ხშირად რომ სწვეოდა.

"ელ ნინოს" ფენომენის გავლენა ამინდებზე კიდევ რამოდენიმე თვეს გასტანს.შემდეგ კი კლიმატური მოვლენები ჩვეული რეჟიმით განვითარდება.
აქედან გამომდინარე უნდა ვიმედოვნოთ,რომ თოვლის თეთრ საფარში გახვეულ ვაშინგტონს სამომავლო სიურპრიზები აღარ მოელის.



XS
SM
MD
LG