ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ამერიკელი კონტრაქტორი გაიტაცეს


შიითი მეამბოხეების ჯგუფმა გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ამერიკელი კონტრაქტორია ასახული. მამაკაცი გასულ თვეს დაიკარგა.

ვიდეო ჩანაწერში ნაჩვენებ მამაკაცს ამერიკის სამხედრო ფორმა აცვია. კადრში ის დაჯგუფების დროშის წინ ზის.

პარასკევს, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ ისა სალომი 23 იანვარს დაიკარგა მისი ძებნის ოპერაცია ჯერ ისევ გრძელდება.

ფირზე ასახული მამაკაცი საკუთარ ვინაობას არ აცხადებს. ერთადერთი რასაც ის ამბობს არის ჯგოფის მოთხოვნა ერაყელი პატიმრების გათავისუფლებასა და ამერიკული ჯარების ერაყიდან უპირობო გასვლის შესახებ.

ჯგუფი ასევე მოითხოვს ამერიკული კონტრაქტორი კომპანიის, ბლექვოთერის პასუხისგებაში მიცემას იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ ერაყის მოქალაწეების წინააღმდეგ ჩაიდინეს.

XS
SM
MD
LG