ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს


რუსეთის სპედანიშნულების პოლიციის რაზმებმა ამასწინათ 100-მდე ოპოზიციის აქტივისტი დააკავეს მოსკოვში. მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.
დაკავებულთა შორის იყვნენ ამჟამად კრემლის ოპოზიციაში მყოფი ბორის ნემცოვი, ორგანიზაცია მემორიალის თავმჯდომარე ოლეგ ორლოვი და ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი ლევ პონომარიოვი. ოპოზიციური მოძრაობა სოლიდარნოსტის წარმომადგენელის ლევ პონომარიოვის განცხადებით დაკავებული აქტივისტები ცოტა ხანში გაანთავისუფლეს და სასამართლოში დაიბარეს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მიტინგების და საპროტესტო აქციების მოწყობის კანონის დარღვევის გამო.
შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მოქალაქეების მიერ მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის გამო, რომლის დროსაც ასამდე აქტივისტი და ოპოზიციურუ პარტიების ლიდერები დააკავეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლების მოქმდება არღვევს სიტყვის და შეკრების თავისუფლების ძირეულ პრინციპებს.
ადამიანის უფლებათა დამცავი ამერიკული ორგანიზაციის ჰუმან რაითს ვოჩის წარმომადგენელის ტანია ლოკშინას განცხადებით რუსეთის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციების დარბევა. მით უმეტეს რომ რუსეთის კანონმდებლობით გარანტირებულია შეკრების თავისუფლება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის იერჟი ბუზეკის განცხადებით რუსეთის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრაციების მიმართ ამგვარი ხისტი დამოკიდებულება. მან ასევე შეშფოთება გამოხატა მოსკოვში ადამიანის უფლებათა აქტივისტების დაკავების გამო.
რუსეთის დედაქალაქში ეს აქტივისტები რეგულარულად აწყობენ საპროტესტო დემონსტრაციებს. 31 დეკემბერს მოწყობილ ერთ-ერთ ასეთ მიტინგზე მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დამარსებელი 82 წლის ლუდმილა ალექსეევაც კი დააპატიმრეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ცდუნებისგან შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება, როდესაც მას მძაფრად აკრიტიკებენ და ფხიზლად უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა, რათა ის არ გადაიქცეს რეპრესიულ იარაღად.

XS
SM
MD
LG