ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები  კრიზისის გაღრმავებას ვარაუდობენ


აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი გამოძიების თანახმად, ქვეყანაში 2008 წელს განვითარებული ფინანსური კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისი აღმოჩნდა და ეს მათი ვარაუდით კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს მომავალში.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ნეილ ბაროვსკის განცხადებით, კვირას გამოქვეყნებულ დასკვნაში მითითებულია იმ პრობლემებზე , რომელთა მიზეზითაც კრიზისული სიტუაცია შეიქმნა. კრიზისის მთავრ მიზეზად კრედიტის პროცენტული ზრდა, გადაუხდელი ბინების ჩამორთმევა და საფინანსო ინსტიტუტების სარისკო ქმედებები დასახელდა. ბაროვსკის განცხადებით თუ არ მოხდება მიზანმიმართული რეფორმა ამ სისტემაში კრიზისი შესაძლებელი კიდევ უფრო გაღრმავდეს.


XS
SM
MD
LG