ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი გმობს ამერიკა-ტაივანის სამხედრო თანამშრომლობას


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პეკინი შეერთებულ შტატების იმ კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს, რომლებიც ტაივანს იარაღს ყიდიან.

ასევე პეკინმა შესაძლოა შეაჩეროს შეეთებულ შტატებთან სამხედრო საფეროში დაწყებული თანამშრომლობა.

ჩინეთის ეს ნაბიჯი ვაშინგტონის განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები ტაივანისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას გეგმავს. შეერთებული შტატები ჩინეთის შესაძლო ნაბიჯის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.


„ჩვენ ვაშენებთ ახალ ურთიერთობას ჩინეთთან, როგორც მზარდ ზესახელმწიფოსთან და ეს თანამშრომლობა ყოველგვარი კონფრონტაციის გარეშე უნდა წარიმართოს“


აცხადებს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი გენერლი ჯეიმს ჯონსი.


XS
SM
MD
LG