ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საჰაერო დარტყმამ 4 ავღანელი ჯარისკაცი იმსხვერპლა


ავღანეთის და ნატოს ოფიციალური პირების განცხადებით, კოალიციის საჰაერო დარტყმის შედეგად 4 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინციდენტი დღეს დილით მოხდა.

ნატოს სარდლობის განცხადებით, პირველადი გამოძიების შედეგებმა აჩვენა, საჰაერო დარტყმა, მას შემდეგ განხორციელდა, რაც პილოტმა ავღანელი სამხედროების მიერ კონტროლირებად ბლოკპოსტზე ავტომატური იარაღიდან ცეცხლის გახსნა დააფიქსირა. კოალიციის წარმომადგენელმა ბრიგადის გენერალმა ერიკ ტრემბლიმ მომხდარს სავალალო ინციდენტი უწოდა.


XS
SM
MD
LG