ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტის მხარდასაჭერად გამართული ტელეთონი 



ჰაიტის მხარდამჭერ ტელეთონში მონაწილეობას ამერიკელი მომღერალი ალისია ქეი იღებს.

სცენაზე ფონად 12 იანვრის მიწისძვრის საშინელი კადრები მიდის, მომღერალი სპეციალურად ჰაიტელებისადმი მიძღვნილ მუსიკალურ კომპოზიციას ასრულებს.ტელეთონის ჩატარების იდეა მსახიობ ჯორჯ კლუნისგან მოდის.

"ეს არის იმ მეზობლის დახმარების შესაძლებლობა, რომელიც სასოწარკვეთილია. ჩვენ ამას სწრაფად, სიყვარულითა და ხელგაშლილად ვაკეთებთ."

ჰოლივუდის ვარსკვლავები ტელეთონის მსვლელობისას ჰაიტის ტრაგედიიდან გადარჩენის დრამატულ ისტორიებს ჰყვებიან. მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს თქმით, ადამიანების გადასარჩენად ექიმებს , მუშაობა ექსტრემალურ პირობებში უწევდათ.

"ჭრილობების გასაწმენდად ისინი არაყს იყენებდნენ, საოპერაციო განათების მაგივრად შუბლზე მიმაგრებულ ფარანს, საოჯახო დანას ქირურგიული სკალპელის მაგივრად."

ბევრმა ვარსკვლავმა მსოფლიოს გარშემო დაზარალებულთათვის სოლიდური თანხა გამოყო. დიკაპრიომ პირადი ფონდიდან ერთი მილიონი დოლარი გაიღო.

ვარსკვლავები ჩვეულებრივი მოქალაქეების სატელეფონო ზარებსაც პასუხობდნენ. ჰოლივუდის მოხალისეები, რეჟისორი სტივენ სპილბერგის, ჯულია რობერტსის და მსახიობ მელ გიბსონიც იყვნენ.

ჰაიტიში დაბადებული მუსიკოსი ვაიკლიფ ჟანი მიწისძვრის შემდეგ კუნძულზე ჩავიდა და ტელეთონზე მიცვალებულების სასაფლაოზე გადაყვანის ისტორიებს ყვებოდა. კისერზე შემოხვეული ჰაიტის დროშით , მან სიმღერით ტელეთონი დახურა და ხალხს ჰაიტის აღმორძინებისკენ მოუწოდა.ტელეთონიდან შემოსული თანხა ჯენ იელეს ფონდში გადაირიცხება. დანარჩენი შემოწირულობები საერთაშორისო ორგანიზაციების წითელი ჯვრის, იუნისეფის, გაეროს მსოფლიო საკვების პროგრამის და კლინტონ-ბუშის ფონდის მეშვეობით, რომელიც ახლახანს ორმა ყოფილმა პრეზიდენტმა დააარსა, ჰაიტიში გადაირიცხება.


XS
SM
MD
LG