ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი საქართველოზე საუბრობს


მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტის თამარ ნუცუბიძის შეკითხვებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უპასუხა.

პირველი შეკითხვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შეუსრულებლობას ეხებოდა.

მეორე შეკითხვა კი მოსკოვში ქართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელთა ვიზიტებთან იყო დაკავშირებული.

სერგეი ლავროვის განცხადებით:

“ უკვე წელიწადნახევარი გავიდა იმ აგრესიის შემდეგ, რომელსაც მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილმა თავისი ნომერ მეორე ბრძანებით მისცა სანქცია. ჩვენ ვაღიარეთ ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რათა არა მარტო დაგვეცვა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის უსაფრთხოება არამედ ფიზიკური განადგურებისგან გადაგვერჩინა ეს ხალხი, რადგან კარგად ვიცნობთ ბატონი სააკაშვილის მისწრაფებებს.“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების თანახმად:

“ ჩვენ არასოდეს ვარიდებდით თავს ბატონ ნოღაიდელთან, ან საქართველოს სხვა წარმოამდგენელებთან შეხვედრებს. ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და ჩვენი ბრალი არ არის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დღეს ოფიციალურ დონეზე ასეთი შეზღუდული ურთიერთობები არსებობს."


XS
SM
MD
LG