ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სავიზო რეჟიმი იემენში


იემენის მთავრობამ ქვეყნის აეროპორტებში უცხოელებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრექტიკა შეწყვიტა. მთავრობა აცხადებს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმით, ქვეყანაში ექსტრემისტების შეღწევის აღკვეთას ლამობს. იემენის მთავრობამ ზემოთქმული გადაწყვეტილება სულ უფრო მზარდი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მიიღო. ცნობილია, რომ ქვეყანაში მოქმედი ალ ყაიდას რგოლი ტერორისტების მომზადებითაა დაკავებული. სანა აცხადებს, რომ უცხოელები ვიზებს მხოლოდ იემენის საელჩოებში მიიღებენ.

XS
SM
MD
LG