ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებები ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის


ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა კესონგის კომპლექსის ირგვლივ მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა 1 თებერვალს კესონგის ინდუსტრიული კომპლექსის ბედის ირგვლივ მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს შეწყდა მას შემდეგ, რაც სეულმა უარი თქვა კესონგში მომუშავე ჩრდილო კორეელებისთვის ხელფასის მომატებაზე. კომპლექსი სამხრეთ კორეის საზღვრის შორიახლოს, ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ ასამდე სამხრეთ კორეულ საწარმოში ორმოცდაორი ათასი ჩრდილოკორეელი მუშაა დასაქმებული. მხარეებს შორის ურთიერთობის გაუარესებას 2008 წელს სამხრეთ კორეის პრეზიდენტად, ფხენიანის რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი კურსის გამტარების მომხრის ლი მუნ ბაკის არჩევამაც შეუწყო ხელი.

XS
SM
MD
LG