ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში ორი პოლიციელის სასამართლო გადაიდო


საბერძნეთის სასამართლომ მოზარდის მკველობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გადადო

საბერძნეთის ცენტრალურ რეგიონში სასამართლომ ორი პოლიციელის საქმის განხილვა გადადო. პოლიციელებს ბრალი ედებათ გასულ წელს მოზარდის მკვლელობაში.

მოსამართლეებმა საქმის განხილვა პარასკევამდე გადადეს რადგან ერთ-ერთი ადვოკატი სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ ასწრებდა. დღეს პოლიციით გარშემორტყმულ სასამართლოს შენობის გარეთ შეიკრიბა 200-კაციანი საპროტესტო დემონსტრაცია.

საბერძნეთის მთავრობამ ხსენებული საქმის სასამართლო პროცესის ჩატარება ათენიდან 200 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ამფისაში განგებ გადაწყვიტეს უშიშროების მიზეზების გამო.

უნდა აღნინიშნოს, რომ ალექსის გრიგოროპულოსის სიკვდილმა საბერძნეთში ათწლეულების მანძილზე არნახული არეულობა გამოიწვია, რომლის დროსაც საბერძნეთის რამოდენიმე დიდ ქალაქში მოთარეშე ახალგაზრდული დაჯგუფებები ამსხვრევდნენ ვიტრინებს და მანქანებსა და შენობებს ცეცხლს უკიდებდნენ.

XS
SM
MD
LG