ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასობრივი ურთერთობები აშშ-ში


შეერთებულ შტატებში ჩატარებული უკანასკნელი გამოკლვევების თანახმად, ქვეყანაში ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე შავკანიანი ამერიკელებისადმი დამოკიდებულება და რასობრივი ურთერთობები უკეთესი მიმართულებით განვითარდა.

ამის არაჩვეულებრივი დასტური გახლდათ,ქვეყნის სათავეში შავკანიანი პრეზიდენტის მოსვლაც.მას მერე,რაც პრეზიდენტი ობამა თეთრი სახლის მასპინძელი გახდა,მილინობით შავკანიან ამერიკელს მომავლის უსაზღვრო რწმენა და იმედი ჩაესახა.

შავკანიანი ამერიკელის ნიკოლ კუნინგამის ტქმით,ადრე ჯორჯიის შტატის სამხრეთ ნაწილში ცხოვრება შავკანიანი ადამიანისთვის არცთუისე იოლი საქმე იყო.

„მაშინ რასობრივი თვალსაზრისით ქვეყანაში ძალზე რთული პერიოდი იდგა.რასისტული ორგანიზაცია კუ კლუქს კლანი შავკანიანთა ოჯახებს მუდმივ შიშის ზარს სცემდა.ხშირი იყო ცემისა და ძალადობრივი მკველელობის შემთხევევებიც."

ნიკოლი და მისი მეუღლე გასულ წელს -პრეზიდენტი ობამას ინაუგურაციის დღეზე დასასწრებად ვაშინგტონში ოჯახთან ერთად ჩამოვიდნენ.მათ თავად სურდათ ამ ისტოირული მომენტის თვითმხილველები გამხდარიყვნენ.ნიკოლის ვაჟი თარიქი ამაყობს,რომ ბარაკ ობამა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია.

„ბევრი ადამიანი ვიცი,ვისაც არ სურდა ,რომ ქვეყანის სათავეში შავკანიანი პრეზიდენტი მოსულიყო"

ნიკოლის თქმით,პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე უსაზღვროდ ემოციური და დაუვიწყარი იყო.

„გარშემო ვიყურებოდი და ირგვლივ სულ ჩემსავით შავკანიან ამერიკელებს ვხედავდი.ეს ძალზე გულისშემძვრელი მომენტი გახლდათ"

პიუს კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულმა უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენეს,რომ შავკანაიანი ამერიკელების მდგომარეობა ბოლო ხუთი წლის მანძილზე ქვეყანაში ბევრად უფრო გაუმჯობესდა.ამ სასიკეთო მაჩვენებელს თან ბარაკ ობამას პრეზიდენტად გახდომაც დაემატა.თუმცა შავკანიანთა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარის ჯულიან ბონდის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობა დროის ხანგრძლივი ჯაჭვის მხოლოდ ერთერთი რგოლი გახლავთ:

„ამას ყველაფერს წინ უამრავი ფაქტორი უძღოდა და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რამეა"

ერთი წლის წინ პრეზიდენტი ობამას ინაუგურაციის დღე შავკანიანი ამერიკელებისთვის მხოლოდ საპრეზიდენტო ვადის დასაწყისი არ იყო. ამ დღიდან მათ უსაზღვრო იმედებსა და შესაძლებლობებს დაედო დასაბამი.

„ამიერიდან არანაირი ბაირიერი აღარ იარსებებს, ნებისმიერი მიზანი შეგიძლია დაისახო და განახორციელო.ის,რაც აქამდე არარეალური იყო,დღეს უკვე სავსებიტ შესაძლებელია"

კუნინგამის ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ამ მოვლენას საკუთარ შეფასებას აძლევს:

„ეს იმას ნიშნავს,რომ როცა გავიზრდები,შემიძლია პირველი შავკანიანი ქალი პრეზიდენტი მეც გავხდე."

კუნინგამების ოჯახი უკვე ერთი წელია ამ მოვლენაზე აღტაცებითა და სიხარულით საუბრობს.თუმცა ისიც იცის,რომ პრეზიდენტმა ობამამ ქვეყნის სათავეში მოსვლით არაერთი ეკონომიკური დაბრკოლება და წინააღმდეგობა უნდა გადალახოს. ;

„დრო მიდის,ჩვენ ბედნიერები ვართ ამ უდიდესი მოვლენით,თან ვისურვებთ,რომ პრეზიდენტმა ყველა დასახული მიზნის მიღწევა შეძლოს. მან ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს,მას ამის ძალა ნადმვილად შესწევს....."

ბარაკ ობამა პრეზიდენტობიდან ერთი წლის თავზე სამომავლო გეგმებზე მუშაობას განაგრძობს, მან დასახულ გეგმებზე იანვრის ბოლოს მთავრობის წინაშე უნდა ისაუბროს.


XS
SM
MD
LG