ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კანონი დაარღვია


გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში" დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრების მიყურადებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კანონი დაარღვია. ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, მიყურადება 2002 წელს დაიწყო და ოთხი წლის განმავლობაში ბიურომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ორი ათასამდე ჩანაწერი გააკეთა. გაზეთი აცხადებს, რომ მიყურადებისას ბიურო სამოქალაქო თავისუფლებებსაც არღვევდა და საკუთარ წესდებასაც. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტამდე მიყურადების განსახორციელებლად ფედერალურ ბიუროს სასამართლოსგან ორდერი უნდა მიეღო. ტერაქტის შემდეგ კი მოსმენის უფლებას თავად ბიუროს მაღალჩინოსანი იძლეოდა.
XS
SM
MD
LG