შეერთებული შტატები ჰაიტიზე მიწისძვრისგან დაზარალებულების დასახმარებლად დამატებით ორ ათას ჯარისკაცს აგზავნის. გადარჩენილი მოსახლეობა დღემდე სულმოუთმენლად ელის დაპირებულ სურსათსა და მედიკამენტებს.
დღეს 2,000 ამერიკელი საზღვაო ქვეითი იმ 5,000 ამერიკელ ჯარისკაცს შეუერთდება,რომელიც უკვე რეგიონში რამდენიმე დღეაიმყოფება.
შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი დღეს ჰაიტიში პრეზიდენტ რენე პრევალს და მთავრობის წარმომადგნელებს შეხვდება.
გუშინ გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან გიმუნმა,რომელიც ჰაიტის დედაქალაქში თანაგრძნობისა და დახმარების გამოსახატადჩავიდა, მოსახლეობასმასობრივი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა აღუთქვა.
გაეროს განცხადებით, ჰაიტის მოსახლეობის ერთი მესამედი მიწისძვრის შედეგადღია ცის ქვეშაა დარჩენილი და სასწარფოდახმარებას საჭიროებს.
გაეროს გენერალური მდივნის ბან გიმუნის განცხადებით:
„ნგრევადა ადამიანთა მსხვერპლი აქ უდიდეს მასშტაბებს აღწევს....ამიტომაცაა,რომჰაიტის ხალხს უპრეცედენტო დახმარება სჭირდება“