ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლო პროცესი პაკისტანში


პაკისტანში დაპატიმრებული ხუთი ამერიკელი ახალგაზრდა, რომლებსაც ისლამისტურ ჯგუფში გაწევრიანება სურდათ, დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა.

ახალგაზრდების განცხადებით, პაკისტანის ციხეში მათზე მუდმივ ფიზიკური ზეწოლის ახორციელებდნენ.

თუმცა პაკისტანის პოლიციამ მტკიცედ უარყო ბრალდება და განაცხადა,რომ ციხეებში პატიმრებს კანონის შესაბამის ექცეოდნენ და მათზე არანაირი ზეწოლა არ განხორცილებულა.

შეგახსენებთ,რომ ხუთი ამერიკელი ახალაგაზრდა,რომელთა ასაკი 18დან 25 წლამდეა,დეკემბერში ქალაქ ლაორში დააპატიმრეს.პაკისტანის პოლიციამ მაშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ამერიკელებს ჯიჰადთან შეერთება სურდათ და თალიბების მიერ კონტროლირებად რეგიონში ჩრდილოეთ ვაზირისტანში გადასვლას გეგმავდნენ.

XS
SM
MD
LG