ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოქროს გლობუსის გამარჯვებულები


კვირას ჩატარებულ ოქროს გლობუსის დაჯილდოვების ცერემონიალზე ფილმმა „ავატარი" საუკეთესო დრამის ჯილდო აიღო. საუკეთესო კომედიის სტატუსი კი ერგო ფილმს „ბახუსი."

„ავატარის" რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა წლის საუკეთესო რეჟისორის ტიტული მოიპოვა.

ოქროს გლობუსმა საუკეთესო მამაკაც მსახიობად ჯეფ ბრიჯისი დაასახელა. მან ფილმში „გიჟი გული" ერთ-ერთი ამერიკელი მომღერლის როლი შესარულა.

სანდრა ბალოკს ოქროს გლობუსის მსაჯულებმა წელს პირველად მისცეს საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მის მიერ ფილმში „უხილავი მხარე" მთავარი როლის შესრულებისთვის.

რობერტ დაუნლიმ კი თავისი მორიგი ჯილდო საუკეთესო კომედიური როლის შესრულებისთვის მიიღო.

XS
SM
MD
LG