იანვარს გამართულ რიგ გარეშე სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ თავმჯდომარედ ზურაბ ხარატიშვილი აირჩია ხუთი წლის ვადით.
42 წლის ზურაბ ხარატიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია 2008 წლის თებერვლიდან. იგი არის სერთიფიცირებული პროფესიონალი აუდიტორი 16-წლიანი გამოცდილებით. მისი საარჩევნო გამოცდილება უკავშირდება ცესკოს იმ ჯგუფის წევრობას, რომელიც 2008 წლის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსებს უწევდა მონიტორინგს. მოუსმინეთ: