ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრის დროს დაზარალებულები  დახმარებას ელიან



საკვები...წყალი...მედიკამენტები... იმედი... ყველაფერი ეს და უფრო მეტიც ჰაიტის კუნძულზე, სამშაბათს სასტიკი მიწისძვრის დროს დაზარალებულებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ.

პორტ-ო-პრენსის ქუჩები გვამებითაა მოფენილი. გარდაცვლილთა რაოდენობა შეიძლება ასი ათასი იყოს. თითოეული გასული საათი ნანგრევებში მოყოლილთათვის გადარჩენის შანსს ამცირებს.

მსოფლიო ქვეყნებმა დახმარების აღმოსაჩენად მოქმედება მალევე დაიწყეს. მაგრამ აეროპორტი დაზიანებულია და თვითმფრინავებითაა გადატვირთული. მთავარი პორტის მუშაობაც შეფერხებულია. დაბლოკილი ქუჩები და დაზიანებული კომუნიკაციები დახმარების მიღების შესაძლებლობას უფრო ამცირებენ.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სასწრაფოდ ასი მილიონი დოლარის დახმარება აღუთქვა ჰაიტის. ორშაბათამდე ჰაიტიში ათასობით ამერიკელი სამხედრო ჩავა. ტვირთის გადამზიდავი თვითმფრინავები და ვერტმფრენები პარასკევს დაეშვნენ და გემი სასწრაფო დახმარების პერსონალით კი კვირის ბოლომდე ჩავა კუნძულზე.

ჩვეულებრივი მოქალაქეები ტექსტური შეტყობინებების გზით და ჰუმანიტარული ორგანიზაციების შუამავლობით, დაშავებულებს მილიონობით დოლარს უგზავნიან. მაგრამ საზოგადოება მკაცრადაა გაფრთხილებული, რომ ცრუ დაპირებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

ჰაიტი მსოფლიოს დასავლეთ ნახევრსფეროს ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. წარსულში საფრანგეთის კოლონიას, კარიბის ზღვის სანაპირო ზოლზე პოლიტიკური ძალადობისა და ბუნებრივი კატასტროფების ისტორია აქვს. მიწისძვრამდე ერთი კვირით ადრე, 9 მილიონიანი მოსახლეობისთვის უკეთესი მომავლის დაპირებები გაისმოდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სასწრაფოდ ნახევარი მილიარდის გადაცემა ბრძანა. გენერალურმა მდივანმა პან კი-მუნმა განაცხადა, რომ 3 მილიონზე მეტი ადამიანი საკვების, წყლის, თავშესაფრისა და კომუნიკაციის გარეშეა დარჩენილი.

"ახლა მძლავრი ჰუმანიტარული დახმარებაა საჭირო. მაგრამ ის ნელი და მეტი სირთულეებით მიდის, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი ისურვებდა. ჩვენ ვახდენთ ჩვენი რესურსის მობილიზებას, რათა მაქსიმალურად სწრაფად ვიმოქმედოთ."

პან კი-მუნმა ასევე აღნიშნა, რომ ის ჰაიტის მონახულებას ახლო მომავალში აპირებს.

პრეზიდენტი ბარაკ-ობამა პარასკევს ჰაიტის პრეზიდენტ, რენე პრევალს ესაუბრა, რომელმაც მიწისძვრის შედეგად თავადაც სახლი დაკარგა.

"მე პირობას ვდებ რომ ამერიკა გააგრძელებს ჰაიტის მთავრობისა და ხალხის დახმარებას, ადამიანების სიცოცხლეების გადასარჩენად და შემდგომში ქვეყნის ასაშენებლად. მე და პრეზიდენტი პრევალი შევთანხმდით, რომ აუცილებელია ეს დახმარება იყოს სწორად კოორდინირებული ამერიკასა და ჰაიტის მთავრობებს შორის და რა თქმა უნდა გაეროსთან მიმართებაშიც , რომელიც ამ სიტუაციაში მთავარი ძალაა და ყველა იმ საერთაშორისო პარტნიორთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან ერთად, რომლებიც დღეს არსებობს."

ამერიკის მხრიდან დახმარებას კოორდინირებას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე უწევს. რაჯივ შაჰი USAID-ის ხელმძღვანელი თვის დასაწყისში გახდა.

იგი დოქტორი და სოფლისმეურნეობის ექსპერტია. მას სოფლის მეურნეობის დეპარტამენტსა და ბილ და მელინდა გეითსების ფონდში წამყვანი თანამდებობები ეკავა. ექიმი შაჰი 46 წლისაა და ინდოელი ემიგრანტების ოჯახიდანაა.

USAID-ი ხელმძღვანელი გარეშე თითქმის ერთი წელი იყო, ამ წლის მანძილზე ორგანიზაცია შეიცვალა-ახლა საკუთარ საქმეს ის ძირითადად კერძო კონტრაქტორების მეშვეობით აკეთებს. USAID-ი ახლა მსოფლიოს გარშემო განვითარების პროექტებისთვის წელიწადში 20 მილიარდ დოლარს ხარჯავს. გეგმაში 2012 წლისთვის წლიური თანხის 50 მილიარდ დოლარამდე გაზრდაა.


XS
SM
MD
LG